თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი კოხტას მთაზე ხეებს უკიდია.
როგორც „რუსთავი 2"-ს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა, ადგილი, სადაც ცეცხლი გაჩნდა, მიუდგომელია.
„ეს არის უკვე კავკასიონის ქედი - აბსოლუტურად მიუვალი ადგილი არის და სახმელეთო ტექნიკის გამოყენება შეუძლებელია. მაშველები, რომლებიც დილიდანვე გავიდნენ, დიდი პრობლემებით აღწევენ ადგილამდე. რამოდენიმე ადამიანი უკვე იქ არის, მაგრამ იმის გამო, რომ იქ არის ციცაბო კლდეზე მდებარე ტყე, საჭირო გახდა ვერტმფრენის გამოყენება, რათა მაშველთა ჯგუფი ალპურ ზონაში იქნას გადასხმული და ზემოდან მოხდეს ცეცხლის კერებთან მიახლოება", განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ხანძარია ამ წუთებში თუშეთშიც - სოფელ ხახაბოს მიმდებარედ ტყე იწვის. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუთაში კი, ცეცხლი ბალახს უკიდია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.