საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ცოტა ხნის წინა ქალაქ ამბროლაურში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატები წარადგინა.
მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ამბროლაურში ზვიად მხეიძე იქნება, ონში ემზარ საბანაძე, ცაგერში ავთანდილ უგრეხელიძე, ლენტეხში ბადრი ლიპარტელიანი.
წარდგენილ კანდიდატებს შორის არც ერთი არაა მოქმედი გამგებელი.
„ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური ადგილობრივი ხელისუფლებები, იმისათვის, რომ მათ თავიანთი ხალხის განვითარების პულსზე ედოთ ხელი, იმისათვის, რომ მათ მიიღონ ყველაზე სწორი, ოპტიმალური გადაწყვეტილება, რათა ჩვენ უსწრაფესად მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეულ ოჯახს დაეტყოს კეთილდღეობის ცვლილება. რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ კანდიდატებს მუნიციპალიტეტის მერობის თანამდებობებზე. ეს კანდიდატურები გახლავთ:
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი - ზვიად მხეიძე. რატომღაც მას ყველანი დავითად უფრო ვიცნობთ, მათ შორის მეც და წარმოგიდგენთ დავით მხეიძეს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, იქნება ყველა თქვენგანის კეთილდღეობაზე მზრუნველი. იგი გახლავთ საინჟინრო და მენეჯერული გამოცდილების მქონე, ბოლო პერიოდში ის გახლდათ მერის მოადგილე და მას ყველა თქვენგანი იცნობს.
ონის მერობის კანდიდატი გახლავთ ემზარ საბანაძე. ბატონი ემზარი ონიდან გახლავთ. მას ჰქონდა ძალიან წარმატებული კარიერა თავდაცვისა და სამართალდაცვის სფეროებში, სადაც ეკავა ძალიან მაღალი თანამდებობები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და მედლით მხედრული მამაცობისთვის. დარწმუნებული ვარ, ბატონი ემზარი ონელების ინტერესს ძალიან კარგად დაიცავს და ყოველმხრივ შეუწყობს ხელს თითოეული ადამიანის კეთილდღეობას.
ცაგერში მერის თანამდებობაზე წარმოგიდგენთ ავთანდილ უგრეხელიძის კანდიდატურას. ბატონი ავთანდილი გახლავთ ლეჩხუმელი. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, მას ძალიან შთამბეჭდავი კარიერა აქვს, მან განათლება მიიღო ილინოისის ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროფესიით იურისტია. მას აქვს მუშაობის ძალიან საინტერესო გამოცდილება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში.
ლენტეხის მერობისთვის იბრძოლებს ბადრი ლიპარტელიანი. ის ცნობილი ექიმია და ბევრი თქვენგანი მას ძალიან კარგად იცნობს. გარდა ამისა, ის გახლავთ ლენტეხის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი და აქვს ძალიან დიდი და საინტერესო გამოცდილება.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ამ ხალხს სრულ ნდობას უცხადებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული მათგანი ძალისხმევას, ენერგიას არ დაიშურებს იმისათვის, რომ ჩვენს მომავალ შეხვედრაზე, როდესაც ჩვენ ასე შევხვდებით ერთმანეთს, ჩვენ, ხელისუფლება ვიყოთ პირნათელი თითოეული თქვენგანის წინაშე. მათ არ აკლიათ გულისხმიერება, პროფესიონალიზმი, წესიერება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანის გვერდში დგომით, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ულამაზესი რეგიონი, სამოთხე ნამდვილად დედამიწის, გაკაშკაშდება, ნამდვილად აგუგუნდება და თითოეულ ოჯახში შევა კეთილდღეობა. დიდი მადლობა. გილოცავთ დღევანდელ და მომავალ წარმატებებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.