ალექსანდრე ლუკაშენკო: "ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში, ბელარუსებს კარგად გვახსოვს ამის შესახებ"
23-04-2015, 05:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, პოლიტიკურ ურთიერთობების კუთხით, კმაყოფიელბით სურს აღნიშნოს, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან, იქნება ეს ეუთო-ს თუ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ფორმატი.


ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქართველ კოლეგა, გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისი თქმით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს საქართველოში ბელარუსის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნის შესახებ.


"ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეთანხმებების და სწრაფვების განხორციელება. თუ ჩვენი მთავრობები ეფექტურად ითანამშრომლებენ და ჩვენი შეთანხმებების რეალიზება მოხდება, ბელარუსის კონტრიბუცია ძალიან მაღალი იქნება. ჩვენ გვინდა ამის გაკეთება არ მხოლოდ მეგობრებისთვის, არამედ ჩვენი ძმებისთვის. ჩვენ ვცხოვრობდით ერთ სახლში. ჩვენ, ბელარუსებს კარგად გვახსოვს ამის შესახებ", -განაცხადა ლუკაშენკომ.


როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტს კოოპერატივების განვითარებაში დახმარების და ბელარუსის გამოცდილების გაზიარების პირობაც მისცა.


ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტს და ქართველ ერს სტუმართმოყვარეობისთვის და კეთილგანწყობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთ კარგ განწყობას ბელარუსები ყოველთვის სიკეთით პასუხობენ.


"თქვენ ამას აუცილებლად იგრძნობთ მომავალში", -განაცხადა ლუკაშენკომ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი