აშშ-ის სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ომი „გარდაუვალია“ და „ის დასრულდება სრული განადგურებით - ათასობით ადამიანი დაიღუპება ან დასახიჩრდება“
03-09-2017, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების „რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა შაბათს განაცხადა, რომ ამერიკის მიერ ჩრდილოეთ კორეაზე სამხედრო დარტყმები „გარდაუვალია“, თუკი რამე არ შეიცვალა.

 


გრემმა ამის შესახებ BBC-ის გადაცემა „HARDtalk“-თან იტალიაში ამბროსეტის ფორუმზე, რამდენიმე საათით ადრე ისაუბრა, ვიდრე ჩრდილოეთ კორეა კვირას წყალბადის ბომბს წარმატებით გამოცდიდა.

 


„მე 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ თუ კიმ ჩენ ინი განაგრძობს სარაკეტო ტექნოლოგიების განვითარებას, რომლითაც შესაძლებელი იქნება ამერიკაზე დარტყმა, თუ დიპლომატია წარუმატებელი აღმოჩნდება მის შესაჩერებლად, მაშინ შეერთებული შტატები მის იარაღის სისტემას დარტყმას მიაყენებს. მე ყველაზე ცუდი სცენარის განვითარებას ვფიქრობ, მე ვფიქრობ, ჩვენ ჩამოვაგდებთ ერთ ბომბს, იგი რაკეტას გაუშვებს სამხრეთ კორეისკენ, შესაძლოა იაპონიისკენაც. ნება მიბოძეთ გითხრათ, თუ როგორ დამთავრდება ომი: ის დასრულდება სრული განადგურებით. ათასობით ადამიანი დაიღუპება ან დასახიჩრდება“, განაცხადა სენატორმა და განაგრძო:

 


„ბევრი შეკითხვა არსებობს აქ. ნება მომეცით გკითხოთ: რატომ რთავს მსოფლიო ნებას მას [კიმ ჩენ ინს] განავითაროს წყალბადის ბომბი, რომლის რაკეტაზე დამაგრების და მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გაშვების შესაძლებლობა ექნება? რატომ ვაკეთებთ ამას?“

 

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდას გამოეხმაურა.

 

 

„ჩრდილოეთ კორეამ მთავარი ბირთვული გამოცდა განახორციელა. მათი სიტყვები და ქმედებები კვლავაც ძალიან მტრული და სახიფათოა შეერთებული შტატებისათვის.

 

 

„ჩრდილოეთ კორეა არაპატიოსანი სახელმწიფოა, რომელიც დიდი საფრთხე და დაბრკოლება გახდა ჩინეთისთვის, რომელიც ცდილობს დახმარებას, მაგრამ ძალიან მცირე წარმატებით.

 

 

„სამხრეთ კორეა ხვდება, როგორც მე ვუთხარი მათ, რომ მათი დაშოშმინების მოლაპარაკებები ჩრდილოეთ კორეასთან არ იმუშავებს - მათ მხოლოდ ერთი რამ ესმით!“

დაწერა ტრამპმა „ტვიტერზე“.

 


მანამდე კი იაპონურმა მედიამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ პრემიერ მინისტრმა შინძო აბემ და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეფონით დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში ისაუბრეს და შეთანხმდენ, რომ იმუშაონ სამხრეთ კორეასთან ერთად, რათა გაზარდონ ზეწოლა ჩრდილოეთ კორეაზე.

 


როგორც BBC იაპონურ NHK-ზე დაყრდნობით იტყობინება, აბეს უნდა, რომ „მშვიდად გაანალიზოს მთელი რიგი ინფორმაციებისა, რომელსაც ის იღებს, განიხილოს საჭირო ქმედებები სხვა ქვეყნებთან, და მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანების სიცოცხლე და აქტივები“.

 


სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ძე-ინმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ გამოცდას „აბსურდული“ შეცდომა უწოდა.

 


მან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას „ყველაზე მკაცრი პასუხის“ გაცემისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულმა ახალმა რეზოლუციებმა სრულად უნდა მოახდინოს ფხენიანის იზოლაცია.

 


საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა კი საერთაშორისო საზოგადოებას ჩრდილოეთ კორეის განცხადებისადმი, რომ მან წარმატებით გამოსცადა წყალბადის ბომბი, „ძალიან მტკიცე“ პასუხის გაცემისკენ მოწოდა.

 


„საერთაშორისო საზოგადოება ძალიან მტკიცე უნდა იყოს უკანასკნელი პროვოკაციისთვის პასუხის გაცემისას“, აღნიშნულია მაკრონის განცხადებაში, სადაც გაერო-ს უშიშროების საბჭოსადმი მოწოდებაა გაჟღერებული, რომ „სწრაფად უპასუხოს“ ესკალაციას.

 

 

ჩრდილოეთ კორეამ განაცხადა, რომ წარმატებით გამოსცადა ბირთვული იარაღი, წყალბადის ბომბი - ატომურ ბომბზე გაცილებით მძლავრი მოწყობილობა - რომელიც შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იქნეს დამაგრებული. 

 

 

 

 

სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბირთვული გამოცდის განკარგულებას ქვეყნის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა ხელი. 

 

 

 

 

 

იაპონიის პრემიერ მინისტრმა, შინძო აბემ განაცხადა, რომ ფხენიანის მიერ „ძალმომრეობით განხორციელებული“ ბირთვული გამოცდა „აბსოლუტურად მიუღებელია“. „ჩვენ მძლავრად უნდა გავაპროტესტოთ ის“, დაამატა მან.

 


რყევები, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გამოვლინდა, ბირთვული აფეთქებები იყო, განაცხადეს იაპონიის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა. ქვეყნის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ტარო კონომ განაცხადა: „მონაცემების შესწავლის შემდეგ ჩვენ დავასკვენით, რომ ეს იყო ბირთვული გამოცდები“.

 


ჩრდილოეთ კორეაში მიწის მძლავრი რყევები გამოვლინდა, რამაც წარმოშვა ვარაუდები იმის შესახებ, რომ ქვეყანამ მე-6 ბირთვული გამოცდა მოაწყო.

 


როგორც BBC იუწყება, ამერიკის შეერთებული შტატების სეისმოლოგებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრა „შესაძლო აფეთქება“ იყო.

 


ეს არის ის ადგილი, სადაც ჩრდილოეთ კორეამ უწინდელი ბირთვული გამოცდები მოაწყო.

 


რყევები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ახალი ტიპის წყალბადის ბომბთან, როგორც ამას სახელმწიფო მედია აცხადებს, გადაღებული ფოტოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში მოხდა.

 

 

 


ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ახალი წყალბადის ბომბი შესაძლებელია, რომ კონტინენტთშორის ბალისტიკურ რაკეტაზე იყოს დაყენებული.

  

 

სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სეისმური რყევები ჩრდილოეთ კორეის პანგი-რის საგამოცდო ადგილას გამოვლინდა და ფხენიანმა „სავარაუდოდ“ ბირთვული გამოცდა მოაწყო.

 


ჩინეთის მიწისძვრის ადმინისტრაციამ რყევები აღწერა, როგორც „საეჭვო აფეთქება“.

 


აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა თავდაპირველად რყევების სიმძლავრე 10კმ-ის სიღრმეში 5.6 მაგნიტუდით განსაზღვრა, მაგრამ მოგვიანებით 6.3 მაგნიტუდამდე აიყვანა 0კმ-ით. მან დაადასტურა, რომ ეს არის ჩრდილოეთ კორეის ყველაზე მძლავრი ბირთვული გამოცდა, რაც კი დღემდე განხორციელებულა.

 

 

სამხრეთ კორეის თავდაცვის კომიტეტმა განაცხადა, რომ აფეთქების ძალა დაახლოებით 100 000 ტონა იყო.

 

 

შედარებისთვის, 1945 წლის აგვისტოში, შეერთებული შტატების მიერ ნაგასაკიში ჩამოგდებული ბირთვული ბომბი, რომელმაც იმ წამსვე 70 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 20 000 ტონის სიმძლავრის იყო. 

 

 

ვიპინ ნარანგმა, მასაჩუსეტის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების ასოცირებულმა პროფესორმა, აღნიშნული აფეთქება აღწერა, როგორც „უზარმაზარი ნიშანსვეტი შეკავების წარმატებებისთვის“, რადგან მას აქვს ძალა, რომ გაანადგუროს ქალაქი.  

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი