გიორგი კვირიკაშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“
03-09-2017, 13:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რომ „ჩვენს ხალხს ეგრძნო შვება და თითოეული ჩვენგანის ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესებულიყო“.

 


მან აღნიშნა, რომ „ჯანდაცვისა და სოციალურმა პროგრამებმა მთლიანად შეცვალა ამ მხრივ ადამიანების ყოფა“.

 


„ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ და ვაგრძელებთ კეთებას სოფლის მეურნეობის განვითარების, წარმოების ხელშეწყობისთვის და ამაზე მეტყველებს ჯერ არნახული პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოს ყველა კუთხეში. მართლაცდა, ჩემო მეგობრებო, ეს პროექტები არის უპრეცედენტო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი და საჭიროა ამ პროგრამების მასშტაბების კიდევ უფრო გაფართოება, რათა მან მოიცვას თითოეული ოჯახის ყოფა, რათა ყველამ იგრძნოს ის ახალი შესაძლებლობა, რომელიც საქართველოში იქმნება ამ მიმართულებით.

 


„იმისათვის, რომ ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად განვითარდეს, სულ უფრო მეტი საწარმო უნდა ამუშავდეს, შეიქმნას მეტი სამუშაო ადგილი და ხალხმა ამოისუნთქოს. ჩვენ დავიწყეთ მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა და ამ გეგმის საშუალებით, დიდი ცვლილებები უნდა შევიტანოთ საქართველოს რეგიონებში. მჯერა, რომ თქვენ ამ მიზნის განხორციელებაშიც კვლავ ჩვენთან ერთად დადგებით“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ „მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, ამბროლაურს ჰქონოდა საერთაშორისო სტანდარტების ძალიან კარგი რეგიონული აეროპორტი“.

 


„უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამბროლაურის აეროპორტი ამუშავდა და სასიხარულოა, რომ მგზავრთა რაოდენობა იმდენად გაიზარდა, რომ რეისის დამატებაც მოგვიწია. ამბროლაურის აეროპორტი კი ეს არ არის ერთი ცალკე აღებული პროექტი, ეს არის ახალი სიცოცხლის პერსპექტივა ამ რეგიონისთვის და იმ დიდი განვითარების გეგმის ნაწილი, რომელსაც ჩვენ რაჭა-ლეჩხუმში, ლენტეხში და მთელი ქვეყნის მასშტაბით ვახორციელებთ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი