საჩხერის და რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა 2017 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება, განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამბროლაურში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენისას.
„წელს უკვე, მეოთხე კვარტალში, ჩვენ დავიწყებთ საჩხერის და რაჭის შემაერთებელი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ შესაძლებლობას გააჩენს რაჭა-ლეჩხუმისთვის და ლენტეხისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს არის ის პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გაამარტივებს დედაქალაქთან კავშირის რეგიონის თითოეული მცხოვრებისთვის“, აღნიშნა კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ რეგიონის მოსახლეობისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვემო და ზემო სვანეთის დამაკავშირებელი გზის მშენებლობას.
„ამის გარდა, ჩვენ ვმუშაობთ პროექტირებაზე და ქუთაისის, ლეჩხუმის, ქვემო და ზემო სვანეთის შემაერთებელი გზის მშენებლობაც მალე დაიწყება, როდესაც პროექტირება დასრულებული იქნება. ესეც გახლავთ ქუთაისთან ამ რეგიონის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი პროექტი და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული განვითარებისთვის“, აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.