კახეთში, ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა
04-09-2017, 01:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი კახეთში ჩავიდა და საგანგებო შტაბის თათბირი ჩაატარა. შს მინისტრმა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, ნიკოლოზ სირაძისა და კახეთის რეგიონის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილისგან კახეთის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. ხანძრის ეფექტური ლიკვიდაციის მიზნით, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო შტაბის წევრებს ახალი დავალებები მისცა.

 


შსს-ს ცნობით, თათბირის შემდეგ,  მინისტრმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელა და ყველა ის ადგილი დაათვალიერა, სადაც ამ დროისთვის ხანძრის ქრობის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

 


მათივე ინფორმაციით, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს და ეროვნული სატყეოს სააგენტოს თანამშრომლები, ხანძრის კერების უმოკლეს ვადაში ლიკვიდირების მიზნით, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია 4 ვერტმფრენი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი