შსს: სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად, ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა მუშაობს
04-09-2017, 01:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყების დანაყოფები კახეთში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის კერების ქრობის პროცესს აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ.

 


„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-ზე მეტი თანამშრომელი ჩაერთო. ცოცხალი ძალა, ავიაციის საშუალებით, უშუალოდ ხანძრის კერებთანაა შეყვანილი. გამთენიისას მუშაობა განაახლა 4-მა ვერტმფრენმა.

 


ამ დროისთვის, ყვარელში, სოფელ შილდას მიმდებარედ, ტყის მასივში, ცეცხლი სრულად ლოკალიზებულია და მისი სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

 


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანასთან, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად აქტიურად მუშაობს ალტერნატიული ცეცხლმაქრი საშუალებებით აღჭურვილი ცოცხალი ძალა და 3 ერთეული საჰაერო ტექნიკა.

 


უწყვეტ რეჟიმში გრძელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები მთა-თუშეთში, სოფელ ხახაბოსთან არსებულ ტყეში. საჰაერო ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა და ცეცხლის კერებთან ავიაციის მეშვეობით შეყვანილი ცოცხალი ძალა ერთობლივად ცდილობენ ხანძრის ლოკალიზებას", აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი