ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 6 საათისთვის განახლდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის 3 ჰექტარ ტერიტორიაზე 4 ხანძრის კერაა.
მათივე ცნობით, რთული რელიეფის გამო, სამაშველო ტექნიკა ხანძრის კერამდე ვერ მიდის.
ადგილზე მობილიზებულია ხულოს, შუახევისა და ქედის სახანძრო სამშაველო ბრიგადებისა და სატყეო სამსახურების 200-მდე თანამშრომელი.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივებიც არიან ჩართულები.
ხულოში, ცეცხლის ქრობის სამუშაოებს დილიდან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გაეცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.