„შენების მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე არჩევნებზე ძალოვანი სტრუქტურებისა და ადმინისტრაციულ რესურსის გამოყენებით აპირებს პირველივე ტურში გამარჯვებას, თუმცა იმედი აქვს, რომ „თბილისელები ამას არ შეეგუებიან“.
„კალაძე გვიმტკიცებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებო, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, მეორე ტური უნდა დაინიშნოს. როგორ უნდა მოახერხოს კალაძემ პირველივე ტურში გამარჯვება, თუ სწორედ ძალოვან სტრუქტურებსა და ადმინისტრაციულ რესურსს არ გამოიყენებს?! მხოლოდ ეს ორი ფაქტორია მისი იმედი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თბილისელები დიდი ხანია აცნობიერებენ, რომ თბილისს ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ძალოვანი სტრუქტურები, უფრო კონკრეტულად კი - სუს-ი უქმნიდა. შესაბამისად, თუ კალაძე თავისი ჩანაფიქრის განხორციელებას შეეცდება, თბილისელები ამას არ შეეგუებიან... არჩევნების დარღვევებით ჩატარებას არავინ შეეგუება. თუ ხელისუფლება თავზე ხელს აიღებს და არჩევნების დღეს ძალოვან სტრუქტურებს გამოიყენებს, ეს ხელისუფლების დასასრულის მოახლოება იქნება. „შენების მოძრაობა“ და სრულიად საქართველო სამართლიანი არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ თუ მმართველი გუნდი სააკაშვილის მეთოდებს შემოგვთავაზებს, რეაქციაც ადეკვატური იქნება. თუ კალაძეს კეთილგონიერი მრჩევლები ჰყავს, დაარიგონ, რომ სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადოს“, განაცხადა შერგელაშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ საუბარში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.