ირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე სპიკერს შეხვდა
04-09-2017, 04:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოში ვიზიტად მყოფი კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე სპიკერი პარკ იო სუნი და ასამბლეის დელეგაცია მიიღო.

 

 

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა და განაცხადა, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით, ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლებისა და ტურიზმის სფეროებში.

 

 

„ირაკლი კობახიძემ პარკ იო სუნს მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შეშფოთება გამოხატა ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული ბომბის გამოცდასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კორეის ნახევარკუნძულის, არამედ გლობალურ უსაფრთხოებას.

 

 

კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა წუხილი გამოთქვა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო. მისი თქმით, კორეის რესპუბლიკა მზადაა საქართველოს ბორჯომის ტყე-პარკის აღდგენაში დაეხმაროს.

 

 

შეხვედრაზე ისაუბრეს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობაზე. კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერის განცხადებით, ამის შესახებ ინფორმაციას ის ეროვნული ასამბლეის წევრებს მიაწვდის.

 

 

მხარეების თქმით, მიმდინარე წელს საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს პარლამენტაში არსებული კორეის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერებას ხელს უწყობს მსგავსი მაღალი დონის ვიზიტები. აგრეთვე, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მზარდი ტურისტული დინამიკ მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე, ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებისთვის.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ იმედი გამოთქვა, რომ კორეული კომპანიები კიდევ უფრო აქტიურად დაინტერესდებიან საქართველოში სხვადასხვა პროექტების განხორციელებით. პარკ იო სუნმაც გამოთქვა სურვილი, რომ ისტორიული აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში ჩაერთის ბევრი კორეული კომპანია.

 

 

შეხვედრის დასასრულს, ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კორეის რესპუბლიკაში მიიწვია", აღნიშნულია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

მათივე ცნობით, შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წევრები ირინე ფრუიძე და გიორგი ხატიძე, ასევე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი