შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკა სირაძის განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები ორი მხრიდან ხორციელდება.
როგორც მან ტელეკომპანია „იმედთან" საუბრისას აღნიშნა, არსებული რელიეფის გამო, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გართულებულია.
„რამდენიმე წუთის წინ, შტაბის წევრებმა ართანის მიმდებარე ტერიტორიის შემოფრენა განვახორციელეთ.
შემიძლია გითხრათ, რომ მეხანძრე-მაშველები, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად, აქტიურად ახორციელებენ ხანძრის ქრობას და ნიადაგის დამუშავებას. არის რამდენიმე ღია კერა, შესაბამისი სამსახურები ამ კერებზე ახორციელებენ მოქმედებებს. გავრცელების საშიშროება არ არსებობს. სამუშაოები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს სრული ლოკალიზება აღნიშნული კერების.
ართანას მთის მიმდებარე ტერიტორიაზე, ორი მხრიდან ხორციელდება ხანძრის ქრობის სამუშაოები. ვერტმფრენით გადავსხით ჩვენ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები მეხანძრე-მაშველებთან ერთად.... დანარჩენი, დაახლოებით, 300-ზე მეტი თანამშრომელი მენახძრე-მაშველებთან ერთად, ქვემოდან მიიწევს და ცდილობს კერების ლოკალიზებას.
არის ძალიან რთული რელიეფი, რაც ძალიან გვიშლის ხელს სამუშაოების განხორციელებაში. თუმცა, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რაც შეიძლება დროულად მოხდეს სიტუაციის გაუმჯობესება", განაცხადა ნიკა სირაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.