კადიროვის მუქარა რუსეთს: თუ დაინახავთ, რომ უნებართვოდ გამოჩნდა მოსკოველი, პირდაპირ ცეცხლი გაუხსენით
23-04-2015, 05:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ჩეჩენ ძალოვანებს სხვა რეგიონების პოლიციის წარმომადგენლებისთვის ცეცხლის გახსნის უფლება მისცა.


ეს განცხადება კადიროვმა გროზნოში ძალოვანებთან გამართულ თათბირზე გააკეთა, რომელზეც ჩეჩენი ბიზნესმენების ჯამბულატ დადაევის დაღუპვის დეტალებს განიხილავდნენ.

 
სტავროპოლის მკვიდრი ჯამბულატ დადაევი, რომელსაც ქალაქიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჰქონდა დაწერილი, 19 აპრილს სტავროპოლის პოლიციის წარმომადგენლებმა გროზნოს ცენტრში მოკლეს.

 
კადიროვის განცხადებით, სტავროპოლელ პოლიციელებს სპეცოპერაციის ჩატარებისთვის კანონიერი უფლება არ ჰქონდათ, ვინაიდან მათ ამის შესახებ ჩეჩენი კოლეგები არ გააფრთხილეს. კადიროვმა ამ ინციდენტის გამოძიების განკარგულება გასცა.

 
“ეს სპეცოპერაცია კი არა, დანაშაულებრივი ქმედებაა. ოპერაციაში არა მარტო პოლიციელები, არამედ რუსი სამხედროებიც მონაწილეობდნენ. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. 2000-იანი წლების პერიოდი, როდესაც შეიძლებოდა ჩეჩენი უბრალოდ მოეკლათ და წასულიყვნენ, წარსულს ჩაბარდა. ოფიციალურად ვაცხადებ – თუ დაინახავთ, რომ თქვენს ტერიტორიაზე უნებართვოდ გამოჩნდა მოსკოველი ან სტავროპოლელი – პირდაპირ ცეცხლი გაუხსენით. ჩვენ ანგარიში უნდა გაგვიწიონ. ჩვენ ხომ არა გვაქვს უფლება გავიდეთ ინგუშეთის ტერიტორიაზე და იქ ექსტრემისტების და ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაციები ჩავატაროთ, ჩვენ ბევრ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, გვკლავდნენ, საკმარისია. იმისთვის არ მიგვიღია რუსეთის კონსტიტუცია, რომ ჩვენ უდანაშაულოდ დაგვხოცონ“, – განაცხადა კადიროვმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი