რუსეთის საზღვრის სიახლოვეს ამერიკული რაკეტსაწინაადმეგო თავდაცვითი სისტემის განლაგებამ (THAAD) შესაძლოა მოსკოვის მხრიდან სამხედრო პასუხის გაცემის საკითხი დააყენოს დღის წესრიგში, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა.
„თუკი ეს ყველაფერი ასეთი საგანგაშო ტემპებით მოხდება, ალბათ, რაღაც მომენტში აუცილებლად დადგება დღის წესრიგში საკითხი ჩვენი რეაგირებისა, სიტყვის სამხედრო მნიშვნელობით, რაღაც კონტრ-ბალანსის შექმნის თვალსაზრისით“, განაცხადა რიაბკოვმა ჟურნალისტებთან THAAD-ის სამხრეთ კორეაში განლაგების საკითხის კომენტირებისას, როგორც ამას „რია ნოვოსტი“ იტყობინება.
ვაშინგტონი და სეული ივლისში შეთანხმდნენ, რომ სამხრეთ კორეაში განალაგებდნენ THAAD-ს, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სამხრეთისკენ გამოშვებული ბალისტიკური რაკეტების შეკავების უზრუნველყოფა შეეძლება.
THAAD-ის განლაგება ჩინეთის და რუსეთის წუხილს იწვევს. მოსკოვი და პეკინი მიიჩნევენ, რომ ამით რეგიონის სტრატეგიული ბალანსი საფრთხის ქვეშ დგება. საპირისპიროს ფიქრობს იაპონია, რომელიც აშშ-ის და სამხრეთ კორეის მოკავშირეა და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.