გაუჭირდებათ ჩემი უკრაინაში არშეშვება, აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბრნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, „უკრაინის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უკრაინაში არ გადავიდე".
„საზღვარი გაამაგრეს, საზღვარზე ჩამოიყვანეს ჯავშანტექნიკა, მავთულხლართები დააყენეს. ეს სრულიად უპრეცედენტო მოვლენაა - საბჭოთა კავშირის დროს არ ყოფილა ასეთი გამაგრებები აღმოსავლეთ ევროპულ საზღვრებზე საბჭოთა კავშირთან. პირველად ხდება ასეთი რამე ისტორიაში. ეს მხოლოდ აჩვენებს ერთ რაღაცას - მათ ჩემი ძალიან ეშინიათ.... გაუჭირდებათ ჩემი არშეშვება. და ეს იქნება ძალიან დიდი ზარალი მათთვის. ამიტომ, დაველოდოთ მოვლენებს", განუცხადა სააკაშვილმა „რუსთავი 2"-ს დანიაში, სადაც მისივე თქმით, შეხვედრებს EPP-ის ხელმძღვანელობასთან მართავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.