პრემიერ მინისტრმა მთავრობის ადმინმისტრაციაში საპენსიო რეფორმისა და კაპიტალის ბაზრის რეფორმის მიმდინარეობაზე შეხვედრა გამართა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებმა და ეროვნულმა ბანკმა წარადგინეს ანგარიში რეფორმების მიმდინარეობის შესახებ, ასევე იმსჯელეს ცალკეულ საკვანძო საკითხებსა და რეფორმის განხორციელების ვადებზე.
მათივე ინფორმაციით, საპენსიო რეფორმაზე მუშაობა გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და ის 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება. მანამდე, მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და უზრუნველყოფილი იქნება საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა.
სამუშაო შეხვედრაში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი, ასევე - ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები მონაწილეობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.