მსხვილი ბერძნული ჰოლდინგი Mouzenidis Group-ი, რომელიც, ძირითადად, ტურიზმის, ლოგისტიკისა და გადაზიდვების სფეროში ოპერირებს, საქართველოში საქმიანობის გაფართოებას გეგმავს,- ჰოლდინგის პრეზიდენტმა და ავიაკომპანია ELLINAIR-ის მფლობელმა ბორის მუზენიდისმა გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.
პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ბიზნესმენი, ძირითადად, საქართველოში შიდა ტურიზმის განვითარებითა და ლოგისტიკური ცენტრების შექმნით არის დაინტერესებული, ასევე, სასტუმრო სექტორში შემოსვლას განიხილავს.
მათივე ცნობით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდის პოზიტიურ ტენდენციას, ასევე ქვეყანაში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხს.
„განსაკუთრებით აღინიშნა ის პოტენციალი, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით არსებობს.
ტურისტულ კომპანია Mouzenidis Group-ს 18 ქვეყანაში 80-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. ავიაკომპანია ELLINAIR-ი რეისებსევროპის 12 ქვეყანაში ასრულებს, საქართველოში კი კუნძულ კრეტადან და თესალონიკიდან დაფრინავს. მსხვილი ბერძნული ჰოლდინგის მფლობელი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი ბორის მუზენიდისი, თბილისის შემდეგ, გუდაურსა და ბათუმში სტუმრობასაც გეგმავს", აღნიშნულია პრემიერ მინისტრის პრესსსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.