შსს სოფელ ართანასა და სოფელ ხახაბოში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს
04-09-2017, 09:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კახეთის რეგიონში საგანგებო შტაბი მუშაობას განაგრძობს. შტაბის წევრებმა შსს-ს ვერტმფრენით საკონტროლო გაფრენა განახორციელეს და სოფელ ართანას მიმდებარედ, ტყის მასივში არსებული ცეცხლის კერები დაათვალიერეს.

 

 

შსს-ს ცნობით, უწყების საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 400-მდე თანამშრომელი მონაწილეობს. ცეცხლის ქრობის პროცესი ორი მიმართულებით მიმდინარეობს: ალპურ ზონასა და ტყის ფოთლოვან ნაწილში. ადგილზე არსებული რთული რელიეფური პირობების გამო, მეხანძრე-მაშველები ალტერნატიულ ცეცხლმაქრ საშუალებებს იყენებენ. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დილიდან ჩართულია სამი ვერტმფრენი.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლის ქრობის ინტენსიური სამუშაოები გრძელდება მთა-თუშეთშიც, სოფელ ხახაბოსთან, ტყის მასივში არსებულ ხანძრის კერებზე. რთული რელიეფის მიუხედავად, მთის ფერდობზე შესაძლებელი გახდა წყლის ხელოვნური რეზერვუარების დამონტაჟება და კერების დამუშავება. ადგილზე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია შსს-ს ვერტმფრენი.

 


მათივე ცნობით, ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში მეხანძრე-მაშველები აგრძელებენ ნახანძრალი ტერიტორიის დამუშავებას. ცოცხალი ძალა ადგილზე ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე დარჩება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი