საქართველოს პრეზიდენტმა 79 წლის მწვრთნელთან, ლევ სარქისოვთან ერთად, ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა. გიორგი მარგველაშვილი ექსპედიციის მონაწილეებთან ერთად, ყაზბეგში, გუდაურის მახლობლად უსახელო მწვერვალზე ავიდა და ახალი მარშრუტი შეადგინა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, უსახელო მწვერვალს საქართველოს კონსტიტუციის სახელი მიენიჭება. მისი სიმაღლე 3170 მეტრია. მათივე ინფორმაციით, მთაში გასვლა საქართველოს კონსტიტუციის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში იგეგმებოდა, თუმცა, ბორჯომის ხანძრის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საზეიმო ღონისძიებებთან ერთად აღნიშნული აქტივობაც გადაიდო.
„ჩვენი მიზანი იყო, რომ ამ მწვერვალის სახელდება ყოფილიყო დაკავშირებული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანთან, საქართველოს კონსტიტუციასთან, რომელიც უნდა იყოს ყველას იარაღი, ყველას მიერ გამოყენებული წიგნი. ამიტომ შეირჩა არა განსაკუთრებულად რთული მწვერვალი, არამედ მარტივი, რომელსაც აქვს თავის საოცარი სილამაზე, იქით ჩანს მყინვარწვერი, იშლება არაჩვეულებრივი პანორამა. სახელს დავარქმევთ საქართველოს კონსტიტუციას და იმედი მაქვს, რომ ბევრი ალპინისტი, ტურიუსტი თუ სპორტული ადამიანი, რომელსაც სამთო გამყოლი ეყოლება აქ ამოვა“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
საქართველოს პრეზიდენტი ექსპედიციაში ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან, უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საერთაშორისო მდივანთან თენგიზ ფხალაძესთან ერთად იმყოფებოდა.
79 წლის ინსტრუქტორი ლევ სარქისოვი არა ერთი ქართველი ალპინისტის მასწავლებელია, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის და ეროვნული უშიშრობეის საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის მწვრთნელი იყო.
ლაშქრობაში პრეზიდენტთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, სათავგადასავლოს ტურიზმის სკოლის სამთო გამყოლებიც იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.