​საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება
04-09-2017, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთში 27-ე ეკონომიკური ფორუმის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც აღმოსავლეთის ინსტიტუტის ორგანიზებით, 5-7 სექტემბერს კრინიცა-ზდრუიში ჩატარდება.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ფორუმის პირველი პლენარული სესია 5 სექტემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას სახელმწიფოთა მეთაურები და სხვადასხვა ქვეყნების სამთავრობო და საპარლამენტო დელეგაციები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მიიღებენ.

 


„გიორგი მარგველაშვილი ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ურთიერთობის მნიშვნელობაზე, ევროკავშირის წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მისი გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილებს ყურადღებას.

 


ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით კი, გიორგი მარგველაშვილი ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების შედეგებზე ისაუბრებს და იმ შესაძლებლობებს განიხილავს, რასაც საქართველო ევროკავშირის ქვეყნებს სთავაზობს აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში.

 

 

ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილი ქართულ-პოლონური პარტნიორობის თაობაზეც ისაუბრებს და უმაღლესი დონის ვიზიტების გააქტიურებით თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისა და საქართველოსათვის პოლონეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს.

 


საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ არაფორმალური, ღია დისკუსია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას გიორგი მარგველაშვილი მიიღებს.

 


27-ე ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილი პოლონეთის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან ორმხრივ შეხვედრას გამართავს.

 


საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პოლონეთში საქართველოს ელჩთან ილია დარჩიაშვილთან ერთად კრინიცაში ქართულ საღამოზე ფორუმის მონაწილეებს უმასპინძლებს, რომელზეც ქართული პროდუქცია გამოიფინება, მათ შორის ქართული ღვინო და ქართული ტრაციციული ტკბილეული.
ქართულ საღამოზე ასევე გამოიფინება „ვეფხისტყაოსნის" პოლონური თარგმანის ახალი გამოცემა.



საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის ეკონომიკურ ფორუმს დელეგაციასთან ერთად დაესწრება, რომლის შემადგენლობაშიც არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, პოლიტიკური მდივანი ფიქრია ჩიხრაძე და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე და საქართველოს ელჩი პოლონეთში ილია დარჩიაშვილი", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი