რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სუვერენული უფლებაა მიაწოდოს უკრაინას ლეტალური იარაღი, მაგრამ მისი აზრით, ეს მდგომარეობის გამწვავებას გამოიწვევს.
„აშშ-ის სუვერენული უფლებაა, უფასოდ მიაწოდოს ან გაყიდოს მისი იარაღი, ჩვენ გავლენას ვერ მოვახდენთ აღნიშნულ პროცესზე, მაგრამ არსებობს საერთაშორისო წესები და მიდგომები - კონფლიქტის ზონაში იარაღის მიწოდება ხელს არ უწყობს მდგომარეობის დარეგულირებას, პირიქით, ამწვავებს მდგომარეობას“, განაცხადა პუტინმა „ბრიკსის“ (ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა) სამიტის ფარგლებში სამხრეთ ჩინეთის ქალაქ სიამენში გამართულ პრესკონფერენციაზე. სამიტში აღნიშნული ქვეყნების ლიდერები მონაწილეობენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.