ე.წ. ციანიდის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ თითქმის 8-თვიანი განხილვების შემდეგ, განაჩენი გამოაცხადა.
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. დეკანოზს განზრახ მკვლელობის მომზადებისთვის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ჯამში 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თავად ბრალდებული დეკანოზი, განაჩენის გამოცხადებას არ ესწრებოდა.
ბრალდების მხარე დეკანოზს 19-109-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ანგარებით მომზადებაში სდებდა ბრალს, თუმცა მოსამართლემ კვალიფიკაცია შეცვალა და მას 18-108-ე მუხლი, შურისძიების მიზნით გაზრახ მკვლელობის მუხლი მიუსადაგა.
იმ შემთხვევაში თუკი მოსამართლე განზრახ მკვლელობის ანგარებით ჩადენის მუხლის კვალიფიკაციას არ შეცვლიდა, ბრალდებულ დეკანოზს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.
განაჩენის გამოცხადებამდე პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარეს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მოლოდინი გააჩნდა.
განაჩენის გამოცხადების შემდეგ კი პროკურორმა თქვა, რომ დეკანოზს ციანიდი უნდოდა იმისათვის, რომ იგი გეგმავდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.