ხობის მუნიციპალიტეტში ქუჩების აღდგენითი სამუშაოები დასრულდა. ასფალტის საფარი დაიგო: ა. შანიძის, ტ. გრანელის, ი. ჭავჭავაძის, ზ. ფალიაშვილის და გუბაზ მეფის ქუჩებზე.
„ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულებამ 581 000 ლარი შეადგინა.
ასფალტის საფარი ჯამურად 2600 მეტრ მანძილზე დაიგო.
2013 წლიდან დღემდე ქალაქ ხობში 18 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდა", აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.