გიორგი კვირიკაშვილმა ბერლინის ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ისაუბრა
23-04-2015, 06:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიის დედაქალაქში დაგეგმილ ბერლინის რიგით მესამე აღმოსავლეთ ფორუმში (EAST FORUM BERLIN) მიიღო მონაწილეობა, სადაც საქართველოს საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის მზარდ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს გაუსვა ხაზი.


“გერმანიის ბიზნეს-ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა ფორუმი მსხვილი გერმანული ბიზნეს-კომპანიების მონაწილეობით, სადაც საუბარი გვქონდა ევრაზიის რეგიონში არსებულ პერსპექტივებზე და სტაბილურობის ძალიან დიდ მნიშვნელობაზე ბიზნესის განვითარებისთვის. ხაზგასმით იყო აღნიშნული უკრაინაში არსებული სიტუაციის დეესკალაციის ძალიან დიდ მნიშვნელობა იმისთვის, რომ პერსპექტივა ბიზნესებისთვის იყოს სტაბილური და პოზიტიური. ფორუმს ესწრებოდა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, იმაზე, რომ ჩვენთვის ევროკავშირი ხდება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი. მიუხედავად არსებული სიტუაციისა, იზრდება ევროკავშირში ექსპორტი და ეს ძალიან სასიხარულოა, მაგრამ ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზეც, რომლებიც რეგიონში არსებობს. საქართველო, როგორც საიმედო პარტნიორი, სთავაზობს საკუთარ შესაძლებლობებს ყველა იმ ინვესტორს, რომელიც დაინტერესებული იქნება რეგიონში ინვესტიციების განხორციელებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 
თუ რა მნიშვნელობისაა ბერლინის აღმოსავლეთის ფორუმი, სამინისტროში შემდეგნაირად განმარტავენ: “ბერლინის აღმოსავლეთის ფორუმი წარმოადგენს დიალოგის პლატფორმას აღმოსავლეთის ევროპული ეკონომიკური ურთიერთობების საბჭოს, UniCredit-სა და METRO GROUP – ის მიერ. ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ყოველწლიურად იკრიბებიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის, მსოფლიოს მაღალი რანგის ლიდერები პოლიტიკისა და ბიზნესის სფეროდან”, – აცხადებენ სამინისტროში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი