დუშეთში პროექტი „ხელოვნების ბანაკი" დაიხურა
05-09-2017, 05:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქალაქ დუშეთში პროექტი ინტერნაციონალური „ხელოვნების ბანაკი", რომელიც ხუთი დღის განმავლობაში გრძელდებოდა, 3 სექტემბერს დაიხურა.

 

 

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, შვეიცარიიდან და გერმანიიდან მოწვეულმა პედაგოგებმა მოსწავლეებს შეასწავლეს მასტერკლასები ოთხი მიმართულებით: მოძრაობის, რითმიკის, პაპმაშესა და (ქაღალდისა და წებოს მეშვეობით ფიგურების დამზადება) ფოტოგრაფია.

 

 

„პროექტში მონაწილეობდნენ, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მოზარდები. „ხელოვნების ბანაკის" ორგანიზატორია Art Development Georgia. პროექტი დუშეთის მუნიციპალიტეტის და ასევე გერმანიის ქალაქ ფრაინბურგის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

პროექტში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ „სიგელი". აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდება", ნათქვამია დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.



ფესტივალის დახურვის ღონისძიებას  დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ბექა ღარიბაშვილი, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ქეთო წიკლაური, პროექტის დირექტორი თამარ გულია, პროექტის სამხატვრო ხელმძღვანელი მაია კობერიძე, უცხოეთიდან მოწვეული პედაგოგები, მამა დავითი და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი