მესტიის მუნიციპალიტეტში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის ტურნირი იმართება.
გამგეობის ცნობით, ტურნირი მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, კაპიტონ ჟორჟოლიანმა მუხრან შუკვანის მამასთან, ბატონ სოსო შუკვანთან ერთად გახსნა. გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა რიჰომ და აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰინი.
მათივე ინფორმაციით, ტურნირი მეოთხე წელია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.