ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევისა და ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში, შპს საქართველოს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაზიფიცირების პროექტს ახორციელებს.
ხობის გამგეობის ცნობით, პროექტის შესაბამისად, სოფლები - ხეთა, ოხვამეკარი, ნოჩხონი, წინაგოლა, ლარჩვა, ნოჯიხევი, ნაფოშტუ, კუთხე ნოჯიხევი, ზენი, დასახლება გაზიფიცირდება.
მიწისქვეშა პოლიეთილენის და მიწისზედა ფოლადის საშუალო წნევის გაზსადენის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.
„პროექტი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობას 6300 მოსახლეს მისცემს და ადგილობრივების საცხოვრებელ პირობებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გაზგამანაწილებელი ქსელის ექსპლუატაციას კომპანია „სოკარ-ჯორჯია გაზი“ განახორციელებს. სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრამდე დასრულდება", აღნიშნულია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.