თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ესტუმრა
05-09-2017, 06:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლას (DIB) უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ვიზიტის მიზანს DIB-ის გამოცდილების გაზიარება და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობა წარმოადგენდა, რაც უკრაინულ მხარეს მსგავსი ფორმატის სკოლის ჩამოყალიბების პროცესში დაეხმარება.

 

 

დელეგაციის წევრებს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის დირექტორმა, თეა ნიკოლაშვილმა პრეზენტაცია წარუდგინა და სკოლის დაარსების ისტორიის, მისი ამოცანის, მნიშვნელობის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან სტუმრებს განხორციელებული პროექტები, სკოლის მიღწევები და მომავლის გეგმებიც გააცნო.

 


შეხვედრას DIB-ის თანამშრომლები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივების მრჩევლები დაესწრნენ.

 


უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენლები საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებიან. მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, პოლკოვნიკ ზაზა ჯაფარიძესთან შეხვედრა უკვე გამართეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი