საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ლატვიის ელჩთან იანის ზლამეცთან, რომელსაც მისიის ვადა ეწურება, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში. ასევე, ყურადღება დაეთმო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას არაერთი, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.
მათივე ინფორმაციით, ხაზი გაესვა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესში ლატვიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას და ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ლატვიის ელჩს ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.