იუსტიციის მინისტრი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
05-09-2017, 08:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტის შეხვდა.

 

 

შეხვედრა იუსტიციის სამინისტროში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და „EBRD"-ის დელეგაციის წევრები.

 

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ბიზნესდავებისათვის სპეციალიზებული კომერციული და საგადასახადო პალატების დაფუძნების მიზნით ჩაფიქრებული რეფორმის თაობაზე იმსჯელეს და ასევე საჭირო ფინანსურ ხელშეწყობაზე, რომელიც ამ რეფორმის წარმატებისთვის აუცილებელია. როგორც ცნობილია, იუსტიციის სამინისტრომ კომერციული და საგადასახადო პალატების შესაქმნელად რეფორმის კონცეფცია შეიმუშავა და ამ პროცესში დისკუსიებს მომავალი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან გააგრძელებს.

 


იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა რომ, რეფორმის მიზანი კომერციული დავების მოგვარების საქმეში მართლმსაჯულების სისწრაფისა და ხარისხის ზრდაა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში საინვესტიციო კლიმატის მკვეთრად გაუმჯობესებას, ინვესტიციების, მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, მოცულობის ზრდას და, ასევე, სამოქალაქო მოსამართლეებს განტვირთავს საქმეთა დაგროვილი მოცულობისგან.

 

 

იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფციის თანახმად, საერთო სასამართლოების სისტემაში კომერციული და საგადასახადო პალატები შეიქმნება, სპეციალური წესი შემუშავდება ისეთი მოსამართლეების შესარჩევად, რომლებიც როგორც უცხოელ ინვესტორთა მონაწილეობით დავებს ასევე ქვეყნის შიგნით დაფუძნებული მცირე, საშუალო თუ მსხვილი ბიზნესის სასამართლო საქმეებს მაღალკვალიფიციურად განიხილავენ, პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ახალდანიშნული მოსამართლეები, მათ შორის, საზღვარგარეთის ქვეყნების მსგავს სასამართლოებში.

 


„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ რეფორმას, რომ მე პირადად მივაქცევ ყურადღებას ამ პროცესში საქართველოსთვის ნებისმიერი მხარდაჭერის აღმოჩენის საკითხს", განაცხადა სუმა ჩაკრაბარტიმ.

 


„რეფორმის დამფინანსებლები ბრიტანეთის მთავრობის „GGF" ფონდი, „EBRD" და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) იქნებიან. მიმდინარეობს მუშაობა სხვა დონორებთანაც.

 

 

საქართველოს მთავრობას საკონსულტაციო მომსახურებას ამ სფეროში იურიდიული ფირმა Dechert Georgia გაუწევს. დაგეგმილია, რომ პირველი კომერციული პალატა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდეს", აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი