საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილეს, ჰილიკ ბარს შეხვდა.
შეხვედრაზე საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ისრაელის სახელმწიფოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის ურთიერთობის შემდგომი გაღრმავების შესახებ კონკრეტულ წინადადებები იქნება განხილული. ასევე, საუბარი შეეხება ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გააქტიურებას.
„შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე. როგორც აღინიშნა, ქართველი და ებრაელი ერის მტკიცე, მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა ორმხრივი ურთიერთობების სიმყარეზე მეტყველებს.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ მიმდინარე წელს საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 25 წლისთავი აღინიშნება, რაც ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივ მეგობრობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.
ქნესეთის თავმჯდომარის მოადგილემ ისრაელის სახელმწიფოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა", აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.