გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართული საზოგადოების ისტორიული მიზანია
05-09-2017, 09:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლონეთში, კრინიცას ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საპრეზიდენტო პანელის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და პოლონეთისა და მაკედონიის პრეზიდენტებთან ერთად, კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილი არაფორმალურ ღია დისკუსიაში ჩაერთო, რომლის განხილვის მთავარი თემა ევროპის წინაშე არსებული პრობლემები, გამოწვევები და ევროკავშირის გაფართოების მომავალი იყო. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველო - ევროკავშირის დაახლოების პროცესზე და ამ პროცესში ასოცირების შეთანხმების, თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის გადაწყვეტილებების მნიშვნელობაზე, ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკაზე, მისი გაფართოების მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში რუსეთის როლზე ისაუბრა.

 


გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში არსებული ტენდენცია, რომ რუსული აგრესია საქართველოში 2008 წელს დაიწყო, მაშინ როდესაც მან ფაქტობრივად მოახდინა სამხედრო ძალებით საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, არასწორია, რადგან რუსეთმა აგრესიული პოლიტიკა საქართველოს წინააღმდეგ, იგივე, რაც დღეს უკრაინაში ხდება, ჯერ კიდევ 90 - იან წლებში დაიწყო, როგორც კი საქართველომ აღადგინა დამოუკიდებლობა და ნათლად გამოხატა მის ისტორიულ ოჯახში - ევროპაში დაბრუნების მისწრაფება რუსეთმა საქართველოს დასჯა გადაწყვიტა.

 


საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სურს, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ეს გადაწყვეტილებები სწრაფად იქნეს მიღებული. ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა ქართულ-პოლონური პარტნიორობის მიმოხილვას განსაკუთრებული დრო დაუთმო და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში და საქართველოსათვის ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისა ბალტიისპირეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება ევროინტეგრაცის მიმართულებით.

 

 

პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია. საქართველოსათვის ევროპული ინტეგრაცია ისტორიულ მიზანს წარმოადგენს, რადგან საქართველო საკუთარ თავს ევროპაში ხედავს, როგორც კულტურული ასევე პოლიტიკური მიმართულებითაც. ქართული საზოგადოებისათვის ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია რეფორმების მიმდინარეობის პროცესში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი