ე.წ. ციანიდის საქმეზე სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი გამოეხმაურა.
როგორც ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მეუფემ განაცხადა, იგი გამორიცხავს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის ან შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას გეგმავდა.
„ვერ ვიტყვი, რომ პატრიარქის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, რადგან მამალაძისა და პატრიარქის ურთიერთობის მომსწრე არაერთხელ ვყოფილვარ. ვხედავდი, რომ მას უსაზღვროდ უყვარდა პატრიარქი. გამოვრიცხავ, რომ პატრიარქის მკვლელობა იგეგმებოდა. ასევე გამოვრიცხავ შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაციას, რადგან ჩემთვის აბსოლუტურად აზრი აქვს დაკარგული თუ რატომ უნდა მომხდარიყო შორენა თეთრუაშვილის ლიკვიდაცია", განაცხადა მეუფე დიმიტრიმ, რომლის თქმითაც, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, პატრიარქთან კონტაქტი არ ჰქონია.
„რამდენიმე დღის წინ, პატრიარქს ვესაუბრე და მან პირდაპირ, გადაჭრით თქვა, რომ მამა გიორგი ამის ჩამდენი და გამკეთებელი არ არისო. თავისთავად პატრიარქი ბევრად აღმატებულია ჩვენზე. სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ პატრიარქთან კონტაქტი არ მქონია“, განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.