საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა "ევრობასკეტზე" ისრაელის ეროვნული ნაკრები ანგარიშით 104:91 დაამარცხა.
თამაშში განსაკუთრებით გამოიჩინა თავი თორნიკე შენგელიამ.
თუ ოთხშაბათს საქართველო იტალიას დაამარცხებს და ისრაელი უკრაინას მოუგებს, მაშინ საქართველოს ეროვნული ნაკრები მე-8 ფინალში გავა.
შეხვედრის პირდაპირი ტრანსლაცია ისრაელიდან საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.