გიორგი მარგველაშვილს კრინიცას ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა
06-09-2017, 01:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, კონფერენციის მონაწილე მაღალი რანგის სტუმრებისათვის გალა-დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელზეც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ეკონომიკური ფორუმის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 


კონგრესცენტრში საქართველოს პრეზიდენტს ჯილდო 2005 - 2010 წლებში უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იუშენკომ გადასცა.

 

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ფორუმის მონაწილე სხვადასხვა სახელმწიფოთა მეთაურებს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ბიზნესის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ჯილდოსათვის და განაცხადა, რომ დღევანდელმა ფორუმმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ქართველი და პოლონელი ხალხის საერთო ღირებულებები: თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამართლებრივი სახელმწიფო.

 


„ჩემთვის დიდი პატივია ფორუმის სპეციალური პრიზის მიღება. გულწრფელ მადლობას ვუხდი ორგანიზატორებს ესოდენ დიდი დაფასებისათვის'', - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

მან კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებ და განაცხადა, რომ საქართველო დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი