კრინიცას ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში „ქართული საღამო“ გაიმართა
06-09-2017, 01:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პოლონეთში საქართველოს ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ქალაქ კრინიცაში ეკონომიკური ფორუმის მონაწილეებს ქართულ საღამოზე'' უმასპინძლა. საღამოზე საქართველოში წარმოებული პროდუქცია იყო გამოფენილი.

 


სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ქართული ღვინო, ქართული ტკბილეული, გამაგრილებელი სასმელები, ცივი საუზმე და სხვადასხვა სახეობის რძის ნაწარმი დაეგემოვნებინათ.

 


საქართველოს პრეზიდენტმა და საქართველოს ელჩმა სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს გამოფენა, რომელზეც ასევე წარმოდგენილი იყო ვეფხისტყაოსნის'' განახლებული გამოცემა პოლონურ ენაზე.

 


გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და პოლონელ ხალხს საქართველოს ერთგულებისა და მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

 


კრინიცას ეკონომიკური ფორუმის კონგრესცენტრში, სადაც მთავარი, საპრეზიდენტო პანელი მიმდინარეობდა, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანის გამოფენა მოეწყო, რომლის დათვალიერებისა და გაცნობის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 3500-მდე დელეგატს მიეცა", აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი