მესტიაში მინი-ფეხბურთში მუხრან შუკვანის სახელობის ტურნირი დასრულდა
06-09-2017, 01:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, მინი-ფეხბურთში ISAF-ის მისიაში გმირულად დაღუპული მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის, სამხედრო მოსამსახურის, უფროსი ლეიტენანტის, მუხრან შუკვანის სახელობის გარდამავალი თასის 3 დღიანი ტურნირი 5 სექტემბერს დასრულდა.

 

 

მუხრან შუკვანი 2010 წლის 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. სიკვდილის შემდეგ ის ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

 


გამგეობის ცნობით, ტურნირი 3 სექტემბერს მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა მუხრან შუკვანის მამასთან, ბატონ სოსო შუკვანთან ერთად გახსნა. გახსნით ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო მესტიის ფოლკლორულმა ანსამბლმა რიჰომ და აჟღერდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.

 

 

„ტურნირი მეოთხე წელია ტარდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების ინიციატივითა და მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით და ფინანსური მხარდაჭერით.

 


ტურნირში მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლის გუნდებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან დაკომპლექტებული 5 გუნდი მონაწილეობდა. ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის ცხუმარის ტერიტორიული ერთეულის და IV მექანიზებული ბრიგადის საფეხბურთო ნაკრები გუნდები. ტურნირში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ცხუმარის საფეხბურთო გუნდმა.

 


დაჯილდოების ცერემონიას ესწრებოდნენ მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელი კაპიტონ ჟორჟოლიანი, სოსო შუკვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, პოლკოვნიკი შავლეგო ტაბატაძე, პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი და სხვა სამხედრო პირები.

 


I და II ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდნენ მედლებით, სიგელებით და თასებით. ტურნირის გარდამავალი თასი გამარჯვებულ გუნდს გადასცა ბატონმა სოსო შუკვანმა. დაჯილდოვდნენ ასევე სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელები, კერძოდ: საუკეთესო მეკარე – ილია ლოცულაშვილი, საუკეთესო ბომბარდირი – თამაზ გოგსაძე, საუკეთესო ფეხბურთელი – ირაკლი ცომაია და ყველაზე პატარა მონაწილე – მალხაზ არღვლიანი. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კაპიტონ ჟორჟოლიანმა ჩამოსულ სტუმრებს გადასცა სიმბოლური საჩუქრები, სვანური ქუდები და წიგნები.

 


ფინალური თამაშის დასრულების შემდეგ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მუხრან შუკვანის საფლავი გვირგვინით შეამკო. აღსანიშნავია, რომ ორგანიზატორებმა ფინალის დღე უფროსი ლეიტენანტ მუხრან შუკვანის დაღუპვის დღეს დაამთხვიეს", აღნიშნულია მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი