თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძემ მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან და ვანო ხუხუნაიშვილის მეგობრებთან ერთად ეროვნული მოძრაობის ლიდერისა და სახელმწიფო მოღვაწის საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გამგეობის ცნობით, ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარმა მამა ქრისტეფორე ცერცვაძემ სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადა.
„ვანო ხუხუნაიშვილი 54 წლის გახდებოდა. იგი დაიბადა 1963 წლის 5 სექტემბერს თერჯოლაში.
1986 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებელი და მისი მთავარი კომიტეტის წევრი 1981 წლიდან.
1981-1987 წლებში, საბჭოთა რეჟიმის პირობებში, იატაკქვეშეთში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-გამათავისუფლებელ მოძრაობაში, ავრცელებდა ანტისაბჭოთა ლიტერატურასა და პროკლამაციებს. 1983 წელს მონაწილეობას იღებდა გეორგიევსკის ტრაქტატის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში.
1987-1990 წლებში აქტიურად მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების საკოორდინაციო საბჭოს ეგიდით გამართულ საპროტესტო აქციებში, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, უკრაინაში, მოლდავეთში, ბელორუსიაში, აზერბაიჯანსა და სომხეთში.
იყო საქართველოში გამართული ანტისაბჭოთა აქციების ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე.
1989 წელს საბჭოთა რეჟიმის მიერ ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის სხვა ლიდერებთან ერთად დაპატიმრებული იყო, როგორც 9 აპრილის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1990 წელს არჩეულ იქნა ეროვნული კონგრესის წევრად. 1992 წელს იყო სახელმწიფო საბჭოს წევრი.
1999-2004 წლებში იყო სახალხო პარტიის გენერალური მდივანი. 2004-2008 წლის მოწვევის პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტში რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე.
იყო 5 მოწვევის პარლამენტის წევრი. 1995 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა ევროპის საბჭოსთან, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ კონგრესთან. იყო ევროსაბჭოს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრი, ევროპის რეგიონალურ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი.
ვანო ხუხუნაიშვილი გარდაიცვალა 46 წლის ასაკში 2010 წლის 26 იანვარს. დაკრძალულია ქ. თერჯოლაში, ღვთისმშობლის ხარების საკათედრო ტაძრის ეზოში", აღნიშნულია თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.