საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ ხელი მოეწერეს საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ ასევე „საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებებს.
„ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ შეთანხმების მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას, ხოლო, „საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება ითვალისწინებს მხარეებს შორის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების გაწევას საბაჟო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების, ასევე საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის, გამოძიებისა და აღკვეთის მიზნით.
სტატისტიკური მონაცემებით, ბელარუსი საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. 2010-2014 წლებში, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 303 850 200 აშშ დოლარი შეადგინა, აქედან საქართველოდან ექსპორტირებული საქონლის ღირებულებამ 142 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ამასთან, ორ ქვეყანას შორის განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობამ 2010-2014 წლებში - 132 000 აშშ დოლარი შეადგინა.
ამჟამად, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ შეთანხმება ძალაშია 47 ქვეყანასთან, ხოლო საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება მოქმედებს 16 ქვეყანასთან (დეტალები იხილეთ www.mof.ge).
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.