მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ილჰამ ალიევს შეხვდა
06-09-2017, 02:58

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ბაქოში ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

 

 

საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, ხაზი გაუსვეს ორივე ქვეყნის დაინტერესებას ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით.

 

 

„ვიცე პრემიერმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტს პირადად მისი მითითებით ბორჯომისა და აბასთუმნის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული მნიშვნელოვანი დახმარებისთვის.

 

 

მხარეებმა აღნიშნეს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის მნიშვნელობა და მიესალმნენ აღნიშნულ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრების 6-ე შეხვედრის ორგანიზებას ბაქოში.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობას სტრატეგიული სატრანსპორტო და ენერგეტიკული სატრანზიტო დერეფნის განვითარების საქმეში. მხარეები მიესალმნენ ამ მიმართულებით არსებული ერთობლივი პროექტების ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის დამამთავრებელ ფაზაში გადასვლას.

 

 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, აღინიშნა ამ მიმართულებით არსებული პოზიტიური დინამიკა. მხარეები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ სავაჭრო ურთიერთობების და ქვეყნებს შორის საქონელბრუნვის ზრდას, ამ მიმართულებით მხარეებმა განიხილეს სავაჭრო სახლების დაფუძნების შესაძლებლობა.

 

 

მხარეებმა მიმოიხილეს საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სუამის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს, თბილისმა, როგორც სუამის მოქმედმა თავმჯდომარე ქვეყანამ გამოთქვა ინიციატივა სათანადოდ აღინიშნოს ორგანიზაციის დაარსების ათი წლისთავი.

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი დიალოგის მაღალ დონეს და აზერბაიჯანის პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი