ხულოში ხანძრის სალიკვიდაციო შტაბმა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, მუშაობა დილის 6 საათიდან განაახლა.
აჭარის მთავრობის ცნობით, სტიქიის ზონაში დილიდან დამატებით 100-მდე მაშველი ჩაერთო. გარდა ამისა, 350 განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი უკვე ცეცხლის კერებთან შევიდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ხანძრის სალიკვიდაციოდ დამატებითი გზის გაყვანა მიმდინარეობს, დღეს სტიქიის ზონაში მეორე ვერტმფრენიც იმუშავებს.
„დღეს დილით, 6 საათიდან სამუშაოები განახლდა. თქვენ ხედავთ, რომ ცოცხალი ძალაა მობილიზებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფის 850 თანამშრომელი არის აქ. ღამის განმავლობაში დამატებითი ინვენტარი ამოვიტანეთ, საუბარია პორტატული ცეცხლის ჩამქრობ აპარატებზე, ავზებზე და ე.წ პომპებზე. თქვენ იცით, რომ გუშინ 3 კილომეტრიანი გზა გაიჭრა. დამატებითი ტექნიკაა ამოყვანილი და დამატებითი შიდა გზების დაქსელვა მიმდინარეობს. ამ წუთებში დამატებით ცოცხალი ძალა ლოკაციებისკენ მიემართება, სადაც ცეცხლია. სიტუაცია უკეთესია. გუშინ ღამით ახალი კერები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება ავიაციას, სამუშაოებში 07:30 საათიდან ქართული ავიაცია უკვე ჩაერთო. წუთი-წუთზე თურქული ბორტი ამოფრინდება და ორი ვერტმფრენი სინქრონულად დაიწყებს უშუალოდ მეოთხე ლოკაციასთან მუშაობას, სადაც რთულია ცოცხალი ძალის მისვლა“, განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.