საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაიწყო
06-09-2017, 05:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა დაიწყო. სხდომა ეროვნული ჰიმნით გაიხსნა.

 

 

სესიამდე კანონმდებლები ბიუროს სხდომაზე შეიკრიბნენ.

 

 

დღის წესრიგით გათვალისწინებულია ოცამდე საკითხის განხილვა.

 


პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დაჩქარებული წესით განიხილება კანონპროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.

 

 

პარლამენტი დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავს „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს, კანონპროექტს „საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საავტომობილო გზების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს, ასევე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შესახებ კანონპროექტს.

 


პარლამენტი მოისმენს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშს ასევე პარლამენტის საპროცედურო საქმეთა და წესების კომიტეტის მიერ 2016 წლის 22 ნოემბრიდან 2017 წლის 1 სექტემბრამდე გაწეული მუშაობის ანგარიშს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი