ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე არსებული ვითარების შესახებ, შს სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს
06-09-2017, 05:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხულოს მუნიციპალიტეტში, შავნაბადას მთაზე, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

 

 

ამის შესახებ ნათქვამია ინფორმაციაში, რომელიც რამდენიმე წუთი წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

 


„ცეცხლის კერებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს 700-მდე თანამშრომელი გამთენიიდან მუშაობს. შსს-ს მეხანძრე-მაშველები, ხანძრის ეფექტურად ქრობის მიზნით, წყლის ჭავლთან ერთად, ალტერნეტიულ ცეცხლმაქრ საშუალებებსაც იყენებენ.

 


ადგილზე არსებული რთული რელიეფის გამო, გაიჭრა გზები და მოხერხდა სახანძრო-სამაშველო ტექნიკის ხანძრის კერებამდე მიყვანა.

 


შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაცია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-სა და თურქეთის ვერტმფრენები მონაწილეობენ", აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი