საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა EBRD-ის პრეზიდენტ სუმა ჩაკრაბარტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემები საქართველოსა და EBRD-ის 25-წლიანი თანამშრომლობა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით ქვეყანაში მიმდინარე პროექტები და საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა იყო.
EBRD-ის პრეზიდენტს, რომელიც საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება, პრემიერმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი კვირიკაშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მადლობა გადაუხადა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რომლის მეშვეობით ქვეყანაში 200-ზე მეტი პროექტი და დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო EBRD-ის სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით და აღინიშნა, რომ ის ორიენტირებულია მთავრობის ოთხპუნქტიანი რეფორმების გეგმის მხარდაჭერაზე, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ქვეყნის სივრცით მოწყობას, განათლების სისტემისა და მმართველობის რეფორმას გულისხმობს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიღწევებზე ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელების მიმართულებით, ასევე - საერთაშორისო რეიტინგებში ქვეყნის მოწინავე პოზიციებზე.
საქართველოს პრემიერ მინისტრმა საპენსიო და კაპიტალის ბაზრის რეფორმის შესახებ ისაუბრა, რომელიც გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და აღნიშნა რომ საპენსიო რეფორმა 2018 წლის მესამე კვარტლიდან ამოქმედდება.
„ამ ეტაპზე მზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები და საჭირო ინსტიტუციური და ტექნიკური ინფრასტრუქტურა. გიორგი კვირიკაშვილმა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად შეაფასა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ საერთაშორისო ბაზარზე ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას, საქართველოში ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას და წაახალისებს ინვესტიციებს.
მხარეებმა ასევე ყურადღება დაუთმეს EBRD-ის მხარდაჭერით შექმნილი პლატფორმის - ინვესტორთა საბჭოს საქმიანობას, რომელიც კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით, მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობას ისახავს მიზნად.
საბჭოს მორიგ სხდომაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს გაიმართება, EBRD-ის პრეზიდენტი მიიღებს მონაწილეობას", აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.