საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს
06-09-2017, 06:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერმა, საგარეი საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ აზერბაიჯანის საგარეო საეთა მინისტრთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრა გამართა.

 


ვიცე პრემიერი ბაქოს აზერბაიჯანი-საქართველო თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრის ფორმატის ფარგლებში სტუმრობს.

 

 

საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში აქტიურ თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ მასშტაბებსა და განზომილებებს იძენს.

 

 

მათივე ინფორაციით, მინისტრებმა ასევე დადებითად შეფასეს ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა სხვადასხვა სფეროში, გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო განვითარებას.



აღინიშნა საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმატებული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე სამმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების კუთხით. მინისტრებმა გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც მჭიდროდ ითანამშრომლონ ორივე ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ეფექტური გამოყენებისთვის. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს უკვე მიმდინარე პროექტების აქტუალობას და იმედი გამოთქვეს, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით ამოქმედდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი.



მინისტრებმა ასევე მიმოიხილეს მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთობის საკითხები. მათ შორის განიხილეს სუამის ფარგლებში ახლო მომავალში დაგეგმილი ღონისძიებები.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა აზერბაიჯანელ კოლეგას კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში - ბორჯომსა და აბასთუმანში ტყის მასივში გაჩენილი ხანძრების დროს აზერბაიჯანის მხრიდან გაწეული დახმარებისთვის", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გარცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი