ბაქოში დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ელმარ მამედიაროვისა და თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს მონაწილეობით, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი საგარეო საქმეთა მინისტერიალის მეექვსე შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო უწების ცნობით, მინისტრებმა სამმხრივ ფორმატში არსებული წარმატებული თანამშრომლობის შესახებ აღნიშნეს. განსაკუთრებული ყურადღება კი, საერთო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელების საკითხებს დაუთმეს.
საქართველოს ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა სამი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ გლობალურ კონტექსტში.
„პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ნამდვილად უნიკალური მექანიზმი, რომელიც ჩამოყალიბებულია სამ მეზობელს შორის. ჩვენ ვთამაშობთ ძალიან მნიშვნელოვან როლს არამარტო ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი სამი ქვეყნისთვის, არამედ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბით, გლობალურად. სამივე ქვეყანა წარმოადგენს ევროპა-აზიის დამაკავშირებელ ცენტრს. ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, რომელიც ღრმავდება ყოველწლიურად აზიასა და ევროპას შორის, გადის ამ დერეფნის მეშვეობით, და ჩვენ ვთანამშრომლობთ, რომ ეფექტურად განვახორციელოთ როგორც ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, ასევე ვდგამთ შესაბამის პოლიტიკურ ნაბიჯებს ამ შესაძლებლობების რეალიზებისთვის" აღნიშნა მინისტრმა.
ამ კონტექსტში შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის უახლოეს პერიოდში ამოქმედების საკითხებზე, ასევე სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე. მინისტრებმა დააფიქსირეს მზაობა, განაგრძონ კოორდინირებული მოქმედება ხსენებული პროექტების რეალიზაციისთვის.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, ხელი მოეწერა „ბაქოს განცხადებას“ და „სამმხრივი სექტორული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმას 2017-2019 წლებისთვის“.
მათივე განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს ეკონომიკის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის, ინოვაციური ტექნოლოგიების და სხვა დარგობრივი მიმართულებით კონკრეტულ პროექტებსა და ინიციატივებს, რაც მონაწილეთა შეფასებით ხელს შეუწყობს სექტორული თანამშრომლობის განვითარებას.
მხარეები მიესალმნენ, რომ ქვეყნებს შორის სამმხრივი შეხვედრების ფორმატი ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა და სამი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დაცვის აუცილებლობა.
საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს. მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია შექმნილი მდგომარეობის შესახებ და კიდევ ერთხელ გამოხატეს მკაფიო ურთიერთმხარდაჭერა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.