მარტვილში სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები გრძელდება.
მარტვილი-აბაშის დამაკავშირებელი საავტომობილო გზაზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ალექსანდრე გრიგალავამ დაათვალიერა.
მარტვილის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში სანიაღვრე არხთან ერთად, გზის ორივე მხარეს მოეწყობა ტროტუარები, ასევე მოხდება მონოლითური რკინა-ბეტონის კიუვეტების მოწყობა, არსებული საკომუნიკაციო ჭების და ეზოში შესასვლელების შეკეთება.
„სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შარა-გზამშენი პირველი" ასრულებს. პროექტის ღირებულება 1 447 768 ლარს შეადგენს და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს", აღნიშნულია მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.