ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო 10 წლის შვილთან, ნიკოლაი ლუკაშენკოსთან ერთად საპატრიარქოში საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს შეხვდა.
როგორც ილია მეორემ აღნიშნა, ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია. "თქვენ შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას. ჩვენ კარგად ვიცნობთ ბელორუსიას, თქვენი ქვეყნის ისტორიას და იმ მიღწევებს, რომელსაც თქვენმა ქვეყანამ მიაღწია. ჩვენ ღრმად ვაცნობიერებთ თქვენი ვიზიტის მნიშვნელობას და იმედია, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი ხალხების ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გამყარებას, ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის. ჩვენ ვცხოვრობთ რთულ პერიოდში და ჩვენმა მართლმადიდებელმა ხალხმა უნდა შეინარჩუნოს თავიანთი კულტურა, რწმენა და ტრადიციები და მომავალ თაობებს გადასცეს ეს ყველაფერი", - ბრძანა ილია მეორემ.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ახლა რთულ პერიოდშია. "ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია, აფხაზეთი და ცხინვალი ეს გახსნილი იარებია საქართველოს სხეულზე და საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის გულზე. ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, რადგან შეუძლებელია ამის გარეშე იყოს ნორმალური ურთიერთობები ხალხსა და სახელმწიფოს, ჩვენსა და რუსეთს შორის. მე ვფიქრობ თქვენი ვიზიტი არის მშვიდობის მომასწავებელი, რომელიც მოგვიტანს დადებით შედეგებს. ვისურვებდი, რომ ეს ვიზიტი იყოს ჩვენი ხალხების მჭიდრო ურთიერთობებისა და მეგობრობის საწინდარი", - განაცხადა ილია მეორემ.
ბელარუსის პრეზიდენტმა საქართველოში თავის ვიზიტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართველი და ბელარუსი ხალხი ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან. "ჩვენი ერები ყოველთვის ახლოს იყვნენ და ის ტკვილი, რომელიც თქვენ ახსენეთ ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ჩვენთანაც ახლოს არის. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველმა ხალხმა მალე გადაფურცლოს თანამედროვე ისტორიის ეს სამწუხარო ფურცლები. ჩვენ ჭკვიანი ხალხი ვართ და მომავალისკენ უნდა ვიყურებოდეთ", - განაცხდა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.