საქართველოს ​საგარეო საქმეთა მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა
06-09-2017, 08:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ვიცე პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ბაქოში მიმდინარე საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი (აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთი) შეხვედრის ფარგლებში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეები მიესალმნენ საქართველო-თურქეთის მეგობრულ ურთიერთობს და გამოხატეს მზადყოფნა კიდევ უფრო გააძლიერონ სტრატეგიული პატნიორობა და განავითარონ როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თანამშრომლობა.

 

 

მიხეილ ჯანელიძემ მადლობა გადაუხდა თურქეთს ბორჯომისა და აბასთუმანის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში აქტიური დახმარებისთვის, ასევე საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

 

 

„საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა კმაყოფილებით აღნიშნეს სამმხრივი ფორმატის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და ხაზი გაუსვეს ამ ფორმატის მნიშვნელობას რეგიონის განვითარების თვალსაზრისით.

 

 

შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს თურქეთისა და საქართველოს ჩართულობით საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების მიმდინარეობაზე და გამოთქვეს მზადყოფნა მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ სამხრეთ ენერგეტიკული დერეფნის განვითარების თვასაზრისით.

 

 

მინისტრები მიესალმნენ საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატში არსებულ ურთიერთობას, რომელიც საშუალებას იძლევა ქვეყნებმა მაღალ დონეზე განიხილონ ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარეობა", აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი