ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი გზის აღდგენა მიმდინარეობს
06-09-2017, 08:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხობის მუნიციპალიტეტში შუა ხორგა-ქარიატა-ყულევის დამაკავშირებელი გზის აღდგენა მიმდინარეობს. სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

 

 

შუა ხორგა-ყულევის დამაკავშირებელი 16-კილომეტრიანი გზის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერეს.

 

 

ხობის გამგეობის ცნობით, სამუშაოს სახელშეკრულებო ღირებულება 7 მილიონ 688 ათასი ლარია და მას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „NEW ROAD” აწარმოებს.

 


„პროექტის ფარგლებში მთლიანად აღდგება გზის სავალი ნაწილი, დაიგება ასფალტ-ბეტონის ორფენიანი საფარი; მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნები, ავტოპავილიონები, ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, კიუვეტები, დამონტაჟდება სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები და საგზაო ნიშნები.

 


უახლოეს პერიოდში, შუა ხორგის, ქარიატისა და ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალსადენი სისტემის მშენებლობა დაიწყება და მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი მოგვარდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდება.

 

 

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში წყალი სასმელად გამოუსადეგარია და მცხოვრებლებს სასმელი წყალი, დღემდე ცისტერნების მეშვეობით მიეწოდებათ", აღნიშნულია ხობის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი